"თბილისისთვის კარი ღიაა... ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს 3+3 ფორმატში გაწევრიანებაზე" | ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო უწყება მუშაობს მეორე შეხვედრის მოწვევაზე 3+3 ფორმატში, რომლის ფარგლებშიც თბილისის კარი ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა.

მისი მტკიცებით, დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე. 

"ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე შედგა. თბილისისთვის კარი ღიაა, ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება", - თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ეს ფორმატი 2021 წელს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ერდოღანის ინიციატივით დაიწყო, თუმცა საქართველომ უარი თქვა მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ რუსეთთან ერთად სამშვიდობო პლატფორმაში ვერ ჩაერთვებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი