"სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი "დიპლომატიურად ფარავს" რუსეთის დანაშაულებს" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან "დიპლომატიურად ფარავს" რუსეთის დანაშაულებს. 

"პრეზიდენტი სი რუსეთში მიემგზავრება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას, აიღოს პასუხისმგებლობა კრემლზე უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის იმის ნაცვლად, რომ დაგმოს, მას ურჩევნია დიპლომატიური დაფარვა რუსეთისთვის, რომ გააგრძელოს სწორედ ამ დანაშაულების ჩადენა", - თქვა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა 2022 წლის ანგარიშის გამოქვეყნებისას.

გარდა ამისა, ბლინკენის თქმით "მსოფლიო არ უნდა მოატყუოს რუსეთის რაიმე ტაქტიკურმა ნაბიჯმა, რომელსაც მხარს უჭერს ჩინეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა, რათა გაყინოს ომი საკუთარი პირობებით".

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი