ლავროვის მტკიცებით, დასავლეთი NGO-ებს ეხმარება სამხრეთ კავკასიაში "ფერადი რევოლუციების მოსამზადებლად"

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ფინანსურად ეხმარება "ფერადი რევოლუციების მოსამზადებლად". ამ თემაზ მან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"დასავლეთი ხელს უწყობს ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის მატერიალურ მხარდაჭერას, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოს ამ ნაწილში (სამხრეთ კავკასია), ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რეგიონში, ეწევიან საქმიანობებს, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს მზადება მორიგი ფერადი რევოლუცია", - თქვა ლავროვმა.

მისივე განცხადებით, ეს დამალული არაა და ყველა ეს არასამთავრობო ცნობილია - "ასევე ცნობილია, როგორ მოქმედებენ ისინი, საჯაროდ იცავენ დასავლეთის ინტერესებს, ცდილობენ იგივე რუსეთის, იგივე ირანის ქმედებების დისკრედიტაციას".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი