ღარიბაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მათთვის საინტერესო არაა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი, მათთვის საინტერესო არაა. 

მისივე მტკიცებით, ანგარიში ეყრდნობა მიკერძოებულ დასკვნებს, რომლებიც ელიტურმა NGO-ებმა მოამზადეს.

"თქვენ მიერ ნახსენები [5 ივლისი, აფგან მუხთარლის საქმე] ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, ცალკეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილ დასკვნებს და ანგარიშს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, მკვლელობა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომლებიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა", - თქვა ღარიბაშვილმა. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი