
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ნაწილში კრიტიკა არაობიექტურია.
კობახიძემ თქვა, რომ ანგარიშის წაკითხვა დეტალურად ვერ მოასწრო, თუმცა გააკრიტიკა ის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, მათ შორის ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით.
"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რაც წერია სახ.დეპის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ განცხადებებს შორის. [...]
ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, არაობიექტური კრიტიკისგან. სადაც იქნება კრიტიკა ობიექტური, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ, სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვხვდება, აქ გვექნება ჩვენი პასუხი. [...] როდესაც ვსაუბრობთ რომ ყურადღებით გავეცნობით ამ ანგარიშს, ესე იგი ღირებულება აქვს, ეს ერთი, მეორე, ღირებულია ჩვენთვის რა თქმა უნდა, ობიექტური კრიტიკა, თუ კრიტიკა იქნება არაობიექტური, ამ შემთხვევაში გვექნება სათანადო რეაგირება ამ ყველაფერზე", - თქვა კობახიძემ.
იხილეთ: