როდესაც თადუმაძის [შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე] კანდიდატურა იხილებოდა, 100%-ით ვიწინასწარმეტყველე რას ჩაიდენდა. კაცმა, რომელმაც საკუთარი ჯგუფელები ვერ დაასახელა, ვინაიდან დიპლომიც კი არ ჰქონდა. საერთაშორისო კონკურსიც გამოვაცხადე, თუ ვინმე თადუმაძის ჯგუფელს იპოვით, ხუთვარსკვლავიან სახინკლეში გეპატიჟებით მეთქი. ერთი კაციც ვერ შემოვიტყუე ამ სახინკლეში, არ არსებობდა ასეთი კაცი. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა ისიც კი არ იცოდა და ამ ადამიანმა. ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი ორი მოსამართლის ხელით შემოაბრუნა საქმე და დღეს, სააპელაციო სასამართლოს ასევე უზნეო ადამიანების ხელით, უნდათ განაჩენი გამოუტანონ ტელევიზიას. სანქციები მოგონილი იქნება...სისხლის სამართლებრივად აგებთ პასუხს, ყველა მოსამართლე"
განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დავით კეზერაშვილის საქმის სააპელაციო განაჩენზე საუბრისას.