ტრამპი ბრალდების მოლოდინში - ნიუ-იორკში უსაფრთხოების ზომებს იღებენ

გამოქვეყნდა:

დღეს, 21 მარტს, შესაძლოა ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ბრალი ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ წაუყენოს - "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, მანჰეტენზე მდებარე სასამართლო შენობის გარშემო, იქ სადაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრალდების გამოცხადებას ელიან, ბარიკადები აღმართეს

ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ სამართალდამცავები მის დაკავებას სამშაბათს აპირებენ და თავის მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების სამზადისისკენ მოუწოდა. თუმცა, შემდეგ მისმა პრესმდივანმა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს შესაძლო დაპატიმრების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

ბრალის წაყენების შემთხვევაში, ტრამპი გახდება ამერიკის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდება. 

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ალვინ ბრაგმა, ნიუ-იურკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები მსახიობ სტორმი დენიელსისთვის $130 000-ის გადახდის შესახებ. მოწმეთა ჩვენებებით, მან ეს თანხა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დამალვის სანაცვლოდ მიიღო.

ტრამპმა დენიელსთან ურთიერთობის ფაქტი უარყო. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა მსახიობს ბრალი გამოძალვაში დასდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი