დავინახეთ გარკვეული მინიშნებები, რომ პეკინი განიხილავს რუსეთის მოთხოვნას იარაღის მიწოდებაზე - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს აქვს ინფორმაცია, რომ პეკინი განიხილავს რუსეთის მოთხოვნას იარაღის მიწოდებაზე - წერს The Guardian. ბრიუსელში, დეტალებს არ აკონკრეტებენ.

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი აწვდის რუსეთს სასიკვდილო იარაღს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ გარკვეული მინიშნებები, რომ ეს იყო რუსეთის მოთხოვნა და ეს არის საკითხი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება პეკინში განიხილავს“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს

სტოლტენბერგის ამბობს, რომ თუ ჩინეთი დახმარებას გაუწევს რუსეთს , „ეს იქნება არალეგალური ომის მხარდაჭერა“.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი