პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მიტაცებული სასამართლო | სახდეპის კრიტიკული ანგარიში

გამოქვეყნდა:

"პოლიტიკური დევნა" ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - "მთავარი არხის" დირექტორისა და დამფუძნებლის სრულიად აბსურდული ბრალდება სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს. 57-გვერდიან დასკვნაში ნიკა გვარამიას საქმე 8-ჯერ არის მოხსენიებული.

ენტონი ბლინკენის უწყების მოხსენება საქართველოს მიმართ განსაკუთრებით მწვავე და კრიტიკულია. შეტევა მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, წამება, არაადამიანური, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა, პირად ცხოვრებაში თვითნებური და უკანონო ჩარევა, მიტაცებული სასამართლო - სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარვევის არაერთ ფაქტზე საუბრობს.

მოკავშირეების მწვავე კრიტიკას საქართველოს პრემიერი კვლავ დასავლეთზე თავდასხმით პასუხობს, ირაკლი ღარიბაშვილის ლექსიკონი უცვლელია: პარტნიორებს ის მოსყიდული არასამთავრობო სექტორის ცრუ ინფორმაცის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი