"ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული საქართველო სურთ... NATO მომავალშიც იქნება ასეთი მისწრაფებების პარტნიორი" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული  და წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, 
იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ის მიესალმება პარლამენტის მიერ "აგენტების შესახებ" კანონპროექტების გაწვევას და ამბობს, რომ ის ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამებოდა. 

"მივესალმები ამ ინიციატივის გაწვევას და იმას, რომ მას თბილისში პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ ერთად იმუშაონ სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე და NATO, რა თქმა უნდა, NATO-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების იმპლემენტაციაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციასთან ბრძოლისთვის.

ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული და წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული და NATO მომავალშიც იქნება ასეთი მისწრაფებების პარტნიორი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი