მარტის აქციების მონაწილე სტუდენტების პროცესები საქალაქოში - შსს-მ მტკიცებულებები ვერ წარადგინა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საპროტესტო აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. განაჩენს ათობით ბრალდებული ელოდება. ნაწილს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას, ნაწილს კი დაუმორჩილებლობას ედავება. 

ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 სტუდენტის პროცესი. მოსამართლემ ორივე მათგანის პროცესი გადადო. როგორც ცნობილი ხდება, ისინი 2 მარტს დააკავეს, თუმცა შსს-მ მათ წინააღმდეგ 20 დღის განმავლობაში მტკიცებულებები ვერ წარადგინა. მოსამართლემ პროცესი აპრილის დასაწყისისთვის გადადო. 

"მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატმა თქვა, რომ ის იყო ახალი დანიშნული და შესაბამისად, მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები და საკმარისად არ იყო გაცნობილი ამ საქმეში, ამიტომ მოხდა საქმის გადადება",- ამბობს რეზი დუმბაძე, სტუდენტი. 

დღეს პროცესი 20-მდე დაკავებულის საქმეზე უნდა ჩატარდეს. მათ შორის სტუდენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების. პროცესები ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. მათი თქმით, თუ პროცესები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ლოდინი მოუწევთ, 18:00 საათის შემდეგ, პროტესტის ნიშნად საქალაქო სასამართლოს დატოვებენ. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციაზე დაკავებულების პროცესები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.  გასული 2 დღის განმავლობაში შსს-მ სასამართლოზე ბრალდებულებების წინააღმდეგ მტკიცებულებებად მხოლოდ პოლიციელის ჩვენება წარადგინა. დღეს კი მტკიცებულებების არარსებობის გამო პროცესები გადაიდო. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი