მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს დამაზიანებელი პროპაგანდის კამპანია - "ფრონტერას" ახალი წერილი

გამოქვეყნდა:

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას წინასწარ განზრახული მაცდური, დამაზიანებელი და არაგულწრფელი პროპაგანდის კამპანია შეწყვიტოს - კომპანია "ფრონტერა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ნავთობმომპოვებელი კომპანია მოუწოდებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ნაცვლად ამისა, საჯაროდ და კეთილსინდისიერად იმოქმედოს.

მთავრობამ 23 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ფრონტერასთან " კონტრაქტი არ მოიშლებოდა, კონტრაქტს ვადა 27 ივლისს გასდიოდა. კომპანია კი დღევანდელ წერილში ისევ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებს.

"ფრონტერას" სათაო ოფისი მოუწოდებს მთავრობას კონსტრუციული შეხვედრისკენ და ითხოვს გარანტიას, რომ სამუშაოზე მათი დაბრუნება მოხდეს ისე, რომ არ გაგრძელდეს მუქარა, დაშინება და ახალი პირობების დაყენება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც გააგრძელა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით დაასაბუთა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი