"უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში" | შაჰინის მიმართვა ბლინკენს

გამოქვეყნდა:

"უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში" - ასე მიმართავს სენატორი ჯინ შაჰინი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე. 

"იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობით დემოკრატიის უკუსვლის გამო, თუმცა ქართველი ხალხი, აშკარაა, რომ ერთგულია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ უკეთ ამ მიზნის მიღწევაში", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

ის ასევე გამოდის ინიციატივით, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისი თბილისში გაიხსნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი