რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის დაარსება - კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც რუსეთში გამართულ ფორუმზე გაჟღერდა

გამოქვეყნდა:

უვიზო მიმოსვლა, ფრენების აღდგენა, ღვინის სერთიფიცირების ლაბორატორია და რუსულ-ქართულ  უნივერსიტეტის დაარსება - ეს იყო ინიციატივები და გეგმები, რომლებზეც მოსკოვში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე იმსჯელეს.

ფორუმის სახელწოდებით, ”პერსპექტივები რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ” - ინიციატორი ბიზნესის კორპორაცია, დსთ-ს საპარლამენტო კომიტეტი და ფონდი "სოლიდარობა მშვიდობისთვის" იყო.

ინიციატივის თანახმად,  რუსულ-ქართულ  უნივერსიტეტი თავდაპირველად ჯერ მოსკოვში, მოგვიანებით კი თბილისში უნდა ამოქმედდეს.

ჯერჯერობით ოფიციალურ თბილისს, რუსეთში გამართულ შეხვედრაზე რეაგირება არ ჰქონია. უცნობია რა პასუხი ექნება საქართველოს ხელისუფლებას თბილისი-მოსკოვის ერთობლივ გეგმებთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რუსეთში ფორუმი გაიმართა, სადაც "რუსეთ-საქართველოს შორის, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე" ისაუბრეს. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩიმ აღნიშნა, რომ 2022 წელს, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის განახლებისა და ვიზების გაუქმების ზღვარზეა.
 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი