სახდეპის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია შემოწმებული და შემდეგ კიდევ გადამოწმებულია - დეგნანის პასუხი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ათწლეულებია მზადდება და იგი კონცენტრირდება საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, თუ ინდივიდებზე, იგი ეყრდნობა სანდო წყაროების სპექტრს, რომელიც შემოწმებული და შემდეგ კიდევ გადამოწმებულია" - აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პრემიერ ღარიბაშვილის პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილმა დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი, სპეკულაციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობით მომზადებული უწოდა და დაამატა, რომ ანგარიში მათთვის საინტერესო არაა. 

კელ დეგნანი კი ამბობს, რომ ეს ანგარიშები კარგი საშუალებაა, ქრონოლოგიურად დავინახოთ არამხოლოდ საჭიროებები, არამედ ხარვეზები:

"ეს ანგარიშები ძალიან კარგი საშუალება და რესურსია, ქრონოლოგიურად დავინახოთ არამხოლოდ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, არამედ ის, თუ წლების განმავლობაში რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა. ის ძალიან კარგი რესურსია, რომ ხელი შეუწყოს ძალისხმევას დემოკრატიის უკეთესი განვითარებისთვის. იმედია, ეს ასე იქნება დანახული". თქვა დეგნანმა [რადიო თავისუფლება]

შეგახსენებთ, 57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც მთლიანად საქართველოს ეძღვნება, მოხვდა ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობის საქმე, ასევე მესამე პრეზიდენტის საქმე, გარდა ამისა, 5 ივლისის ძალადობისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი