ხელახალი ფრონტი საქართველოსკენ შემოტრიალებული დასავლეთის წინააღმდეგ და ტრადიციული შერაცხმყოფელი მესიჯებით დაწყებული კამპანია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ მის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე. „ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს" - ანალენა ბერბოკის ვიზიტის წინასწარ გაცხადებული სლოგანი უკვე პირდაპირ მეტყველებს, თუ რაზე აპირებს საუბარს გერმანიის პირველი დიპლომატი საქართველოში. მითუმეტეს, რომ ის თბილისში ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩამოდის.
"ქართული ოცნება" კი გერმანელ დიპლომატს სრულიად არადიპლომატიური უხეშობით ხვდება. "ბერბოკი რეალობას არის აცდენილი" - ეს არის კახა კალაძის სიტყვები, რომლებითაც მან საგარეო მინისტრის საკმაოდ მკაცრ შეფასებებს უპასუხა. ივანიშვილის პოლიტიკური კლანი კვლავ არ აპირებს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის გათვალისწინებას და რეკომენდაციებს - ანტიევროპული განცხადებებით პასუხობს.