
"დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი... პოლონეთი მზად არის მის მისაღებად, რათა იმკურნალოს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მიხალ კამისნსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრობს.
ქართველ ერს უნდა, რომ ევროკავშირის წევრი და ჩვენი თანამეგობრობის ნაწილი იყოს, ქართველი ხალხი იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ისევე როგორც ჩვენს დამოკიდებულებას უკრაინასთან ამ საშინელი ომის პერიოდში, საქართველოს მთავრობა კი ყველაფერს აკეთებს, რომ შეაჩეროს საქართველოს მოძრაობა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დღეს არის ერთგვარი მეორე რუსეთი, ისინი იმეორებენ რუსეთის შეცდომებს და თან ციხეში ჰყავთ ჩასმული პუტინის ნომერი პირველი მტერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოსა და ევროპის გმირია. ამავე დროს ოფიციალურ განცხადებებში საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა. ეს პარადოქსული სიტუაციაა. ქართველ ხალხს უნდა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, საქართველოს მთავრობა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. ფაქტები საქართველოს მთავრობის საპირისპიროდ მეტყველებს. მათ დაპატიმრებული ჰყავთ პოლიტიკური ოპონენტები და ამით რუსეთის ძალიან ძლიერი მოკავშირეები ხდებიან, რაც საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის მართლაც ტრაგიკული სიტუაციაა.
ამიტომ, დღეს მე მაქვს მთავარი მოთხოვნა პოლონეთის ხელისუფლებისადმი, რომ მკაცრი პირობა წაუყენოს საქარტველოს მტავრობას, რომ გაათავისუფლონ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით მის პატიმრობას ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის ევროკავბშირის წევრობისკენ, ვერ შევეგუებით, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი ლიდერი ციხეში იყოს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სააკაშვილი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის გმირიც, რადგან ის ევროპული ღირებულებებისთვის იბრძოდა რუსეთთან 2008 წელს და მან უკეთესობისკენ შეცვალა საქართველო. სწორედ ამიტომ არის სააკაშვილი გმირი და ჩვენ ვერ შევეგუებით მის პატიმრობას, სანამ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა საკუთარ თავს პროევროპულ ხელისუფლებას ეძახის.
ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, საქართველოს, ევროპისა და პოლონეთის ნამდვილი გმირი, ახლა ციხეშია და ავად არის, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პუტინსა და მის მარიონეტებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ პუტინის მარიონეტების როლს ასრულებს, როდესაც მისი ნომერი პირველი მტერი ჰყავს ციხეში ჩასმული, რითაც საქართველო ხდება ციხე პუტინის მტრებისთვის, ეს კი სრულიად მიუღებელია. მე მოვაწერე ხელი წერილს ჩემს ლიეტუველ მეგობრებთან ერთად. ეს წერილი დაიწერა ევროპარლამენტარების სახელით და მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
მე ასევე მივწერე წერილი პოლონეთის პრემიერმინისტრს ორიოდე კვირის წინ. მე ამჟამინდელი პრემიერმინისტრის ოპოზიციაში ვარ, მაგრამ მოხარული ვიყავი, როდესაც მან განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, რათა მან მკურნალობა გაიაროს ჩვენს ქვეყანაში. თუ მართლაც ასე მოხდა და სააკაშვილი ჩამოიყვანეს პოლონეთში, მას აქ კარგად მოეპყრობიან, იმიტომ რომ პოლონელებს ის ძალიუან უყვართ, - ამბობს ის.