"სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი შემაშფოთებელი გზავნილი იყო რუსეთის მხარდაჭერის შესახებ" | ოსტინი

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში და პუტინთან ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერა, საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს, რომ ჩინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს რუსეთს, -  ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

"სი ძინპინის ვიზიტი პუტინთან და მისი იქ რამდენიმე დღიანი ყოფნა, ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელ გზავნილს აგზავნის, მხარდაჭერის გზავნილს" - თქვა ოსტინმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პეკინმა ლეტალური დახმარება გაუწია რუსეთს, მისი ვიზიტი და შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან  არსებითად "იქცა პუტინის მხარდაჭერის დემონსტრირებად", რაც თავისთავად "ძალიან შემაშფოთებელია".

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსულ მხარეს, ეს პოტენციურად იმოქმედებს კონფლიქტის გაგრძელებაზე და გააფართოვებს მის გავლენას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი