გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, მხარს გიჭერთ ამ გზაზე - ანალენა ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბებროკი საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვიდა კონკრეტული გზავნილით - "ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი". 

მისი თქმით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციებმა, როცა თბილისის ქუჩებში ადამიანები გამოდიოდნენ ევროკავშირის დროშებით.

"ჩვენ გერმანიაში გასული კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუ რა ხდებოდა უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის შანსი, რწმენა ევროპული ღირებულებებისა და ასევე არის სტიმული, ასევე, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, შეიძლება ამით იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი, ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც და ადამიანები საქართველოს მოსახლეობა, მათი ადგილი არის ევროკავშირში, სწორედ ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ - ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - თქვა ბერბოკმა. 

მისი თქმით, აუცილებელია რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს საქართველომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი