
"ბოლო მცდელობას შეგახსენებთ, ახლა, რამდენიმე ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები, ნაცმოძრაობის, გირჩი - მეტი თავისუფლების, ე.წ "ფრანკლინის კლუბის" ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათი ასე ვთქვათ მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, გახსოვთ, ყველამ კარგად ვნახეთ, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა".
თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.