სომხეთის სასამართლომ ICC-ის რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სასამართლოს დადგენილებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტში გაწერილი ვალდებულებები ქვეყნის კონსტიტუციას სრულიად შეესაბამება. 

როგორც სომხური მედია წერს, გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

მათივე ცნობით, მთავრობამ რომის სტატუტის ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წელს მიმართა. ამის მიზეზი კი იყო, სომხეთის მთავრობის სურვილი, სავარაუდო სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა.

აღსანიშნავია, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. 

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, ქვეყანა რომის სტატუტს შეუერთდება, სომხურ მხარეს ვლადიმერ პუტინის დაკავების ვალდებულება ექნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი