
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პოლიტოლოგ აბას გალიამოვზე. საძიებო ბარათში მითითებული არაა კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის საქმის გამო იძებნება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი.
თებერვალში ის რუსეთის იუსტიციის სამინისტომ "უცხოელ აგენტად" დაასახელა. სამინისტრომ თქვა, რომ ის ურიგებდა "უცხოური აგენტების მიერ შექმნილ მასალებს" პირთა შეზღუდულ წრეს, აკეთებდა განცხადებებს უკრაინაში "სპეცოპერაციის" წინააღმდეგ, მონაწილეობდა როგორც ექსპერტი და რესპონდენტი "უცხოური სტრუქტურების" მიერ შექმნილ საინფორმაციო პლატფორმებზე.
რუსულ გამოცემასთან აბას გალიამოვი ვარაუდობს, რომ მის წინააღმდეგ საქმეს "ჯარის დისკრედიტაციის" მუხლით აღძრავდნენ.
აბას გალიამოვი 2008 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა რუსეთის მთავრობის საჯარო გამოსვლების დეპარტამენტში. შემდეგ ის დაბრუნდა ბაშკირში, სადაც 2014 წლამდე იყო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. ის რუსეთში აღარ ცხოვრობს.