"ჩინეთ-რუსეთის უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს" - ბორელი 

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პარტნიორობას რუსეთთან აქვს საზღვრები, მიუხედავად საპირისპირო რიტორიკისა, და ევროპა უნდა მიესალმოს პეკინის ნებისმიერ მცდელობას დისტანცირდეს უკრაინაში მოსკოვის ომისგან - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა. 

ბორელმა ეს განცხადება ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინგს შორის გამართული სამიტის შემდეგ გააკეთა. 

ცნობისთვის ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა გამოაცხადეს პარტნიორობა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე.

მაგრამ ბორელმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა დაამყარა მჭიდრო ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირები რუსეთთან, მან არ შექმნა სამხედრო ალიანსი მოსკოვთან და არ მიაწოდა იარაღი რუსეთს ომში გამოსაყენებლად. 

"როგორც ჩანს, ამ უსაზღვრო მეგობრობას გარკვეული საზღვრები აქვს. ჩინეთს ჩვენთვის არცერთი წითელი ხაზი არ გადაუკვეთავს“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ის მალე ეწვევა ჩინეთს, თუმცა ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი