ვოლოდინს სურს რუსეთის ტერიტორიაზე ICC-ის საქმიანობა აიკრძალოს და მისი მხარდაჭერა დასჯადი გახდეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით აიკრაძალოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა და დაისაჯოს ნებისმიერი, ვინც "დახმარებასა და მხარდაჭერას" უწევს ICC-ის. ეს ინიციატივა მოჰყვა სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გამოსცა.

ვოლოდინი Telegram-ზე წერს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება. 

"რუსეთის ფედერაციის უმაღლეს მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს ნებისმიერი ქმედება ჩვენი მოქალაქეების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციის ნორმებს", - წერს ის. 

მისივე აზრით, მნიშვნელოვანია "მეგობარ ქვეყნებთან" ორმხრივი შეთანხმებების დასადებად სამუშაოების ორგანიზება, რომლებიც ასევე უარს იტყვიან ICC-ისთან თანამშრომლობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი