2023 წელი იქნება აყვავებული და ბედნიერი წელი ჩვენი ქვეყნისთვის - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ 2023 წელი მათთვის იქნება აყვავებული და ბედნიერი წელი.

"იცით, დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი იქნება განსხვავებული, იქნება დრამატული და, მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს ვუპასუხოთ ყველაზე რთულ კითხვებს. ის მოგვცემს ჩვენი ხალხის ნამდვილი გმირობის ნიმუშებს. და ბოლოს, 2023 წელი იქნება აყვავებული და ბედნიერი წელი ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა მედვედევმა.

მისივე მტკიცებით, კომპანიები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი, უკვე ნანობენ თავიანთ გადაწყვეტილებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი