
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მართებულად მიიჩნევს იმ ნამუშევრების პირატული ასლების ჩამოტვირთვასა და ინტერნეტით გავრცელებას, რომლებიც დასავლელი საავტორო უფლებების მფლობელების გადაწყვეტილებით, რუსეთში მიუწვდომელი გახდა. ინფორმაციას რუსული მედია Tass ავრცელებს.
"იცი რა? მოძებნე მეკობრეობის გზები და ჩამოტვირთეთ... თუ დაგვტოვა, ყველანაირმა „ნეტფლიქსებმა“ და სხვამ, მაშინ ჩვენ გადმოვწერთ ყველაფერს, გამოვიყენებთ უფასოდ. გავავრცელოთ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში, რათა მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ. მაქსიმალური ზიანი, რომ გაკოტრდნენ",- თქვა მედვედევმა.
მედვედევმა თქვა რომ ადრე, როგორც ადვოკატს, ე.წ. მეკობრეობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა და "სჯეროდა, რომ სჯობდა ზედმეტის გადახდა“ და დაამატა, რომ ახლა ხელმძღვანელობს პრინციპით: "რაც უნდოდათ იმას მიიღებენ".
ამავე თემაზე: