
წელს ოზურგეთის მერიის შენობის სახურავზე რესტორანის გახსნა იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტი ფარგლებშიც სხვენზე კაფე-რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი უნდა მოეწყოს.
ავთანდილ თალაკვაძის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და პროქეტის შეჩერებას ითხოვს.
"თავისი ახირებების და ეგოს დამტკიცებით, ქალაქეი ცენტრში დაგვიდგა კუბო-ქოთნები, გვერდით მიუდგა ნაფნაფის და ნუფნუფის ხის ჯიხურები, და კიდე ერთი საოცრება მოიფიქრა, რომ საკუთარი კაბინეტის თავზე დაგვიდგას კაფე-ბარი, რომელში შესვლაც მოქალაქეებს არ შეეძლებათ. საშვთა ბიურო იქნება განკუთვნილი, სადაც თავისუ სტუმრებს მიიღებს და წარმოაჩენს როგორ კომფორტშია 6 000-ლარიანი ხელფასით",- ამბობს ბესო ქათამაძე ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან.
ცნობისთვის, ოზურგეთის მერიამ საპროექტო სამუშაოებისათვის 35 000 ლარი უკვე გამოყო.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერიამ ცენტრალურ პარკში, კუბოს ფორმის საყვავილეებიც დადგა, რომლის მოწყობაც ბიუჯეტს ₾2.15 მილიონი დაუჯდა. მერია კი ამას უარყოფს და ამბობს, რომ სიცრუეა და აღნიშნული თანხა 3 ლოკაციის რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ განახლებაზე იხარჯება.
ამავე თემაზე: