ჩემზე ხორციელდებოდა მუქარა, უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ - მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

როგორც სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ემილ ნალიევმა თქვა, გარდაცვლილი კაცი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

"ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, ვადა, ვადაში ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან კიდევ სხვა რამეს მოიმოქმედებდა. მინდა, მაინც შეგახსენოთ ის, რაც მოხდა, გაითვალისწინოთ და უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ" - თქვა მან სასამართლო პროცესზე [ipn]

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, თბილისში, მუხიანში 64 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.  შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულმა ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი