ჩვენ არ ვქმნით რაიმე სამხედრო ალიანსს ჩინეთთან - პუტინი

გამოქვეყნდა:

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ, ისინი სამხედრო მოკავშირეები არ არიან - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Rossiya-24-ის ეთერში. 

"ჩვენ არ ვქმნით რაიმე სამხედრო ალიანსს ჩინეთთან. დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში და ამას არ ვმალავთ, მაგრამ ეს არის გამჭვირვალე, საიდუმლო არაფერია", - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა, დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინი 20-22 მარტს მოსკოვში იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, მხარეებმა „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ“ განაცადეს.

დასკვნით პრესკონფერენციაზე პუტინმა და სი ძინპინმა ძირითადად ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გაზარდოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდება ჩინეთისთვის.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი