
რუსეთი ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები - აცხადებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში.
"რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება", - თქვა მან.
პატრუშევმა სახიფათო სისულელე უწოდა ამერიკელი პოლიტიკოსების მოსაზრება, რომლებიც მისივე თქმით, „საკუთარი პროპაგანდის ტყვეობაში არიან“, როცა ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაცია ვეღარ უპასუხებს აშშ-ს პრევენციულ ბირთვულ დარტყმას.