ბრალდება მინიმუმ სამი ქალისგან, მოძალადის ფაქტობრივი აღიარება, უდიდესი საზოგადოებრივი რეზონანს და სრული დუმილი საგამოძიებო უწყებებისგან - შალვა რამიშვილის საქმეზე პოლიცია გამოძიებას არ იწყებს. ბოლო რამდენიმე დღეში პოს-ტივის დამფუძნებელი და წამყვანი რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ბრალდებების კასკადს უმძიმესი რეაქცია მოყვა სამოქალაქო საზოგადოებაში, საქმე ქვეყნის პრეზიდენტის საგანგებო განცხადებამდეც კი მივიდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად უმოქმედოა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი