საგრძნობლად გაზრდილი კრიმინალი და თაროზე შემოდებული საქმეები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ძალოვანი უწყება რეკორდსმენი ხდება არქივის თაროზე შემოდებული საქმეებით. დამძიმებული კრიმინოგენული მდგომარეობის ფონზე, სულ უფრო იზრდება გაუხსნელი საქმეების რაოდენობა.

მხოლოდ ბოლო  5 თვეში 23 ათასზე მეტი დანაშაული მოხდა, საიდანაც მხოლოდ 7 ათასამდეა გახსნილი. სტატისტიკა ყოველდღიურად უარესდება, შსს კი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და დაპირების მიუხედავად, 6 წლის შემდეგაც არ არსებობს კრიმინოგენული მდგომარეობის ამსახველი რუკა.

გახსნილ თუ გაუხსნელ საქმეებზე მონაცემები მხოლოდ უწყების ვებგვერდზე იძებნება და რთულია დაადგინო, შეესაბამება თუ არა ეს რიცხვები რეალობას. თუმცა, ამ მონაცემების მიხედვითაც, ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა.

კრიმინალური სამყარო შეზრდილია სახელმწიფო სტრუქტურებთან. არჩევნების დროს ეს ყველაზე ნათლადაა გამოხატული, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები, პრაქტიკულად, მართავენ საარჩევნო კამპანიას და ეხმარებიან "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების შენარჩუნებაში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

დადასტურებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, წყნეთის გზაზე, რამდენიმე ტყვია ესროლეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეს, რომელიც საკუთარ მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა საბედნიეროდ, იგი არ დაშავებულა და პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი