სექსუალურ შევიწროებაზე საბჭო და თავმჯდომარე დუმს - თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ოპოზიციონერი წევრების განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური პარტიების წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ქალების მხრიდან შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებას გამოეხმაურნენ. ისინი ითხოვენ, რომ საბჭომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, მოუწოდოს საგამოძიებო ორგანოს ეფექტური გამოძიებისკენ, ხოლო ქალებს სოლიდარობა, მხარდაჭერა გამოუცხადოს. 

ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო და მისი თავმჯდომარე, მოწოდების შემდეგ, არ გამოხატავს პოზიციას და ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ოპოზიციონერები განიხილავენ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას.

"იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილის წარმოადგენს "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი ტელევიზიის დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და გუნდი დუმს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ არ გაუვრცელებიათ არც განცხადება, არც პოზიცია, საბჭოს სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს ამ საკითხების განსახილველად. 

უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის მოწოდებები და კომენტარები შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით, საერთო ოცნებისეული ნარატივით, რომლებიც ცდილობენ ქალების შეურაცხყოფას და დამცირებას", - თქვა "ხალხისთვის" წევრმა, ნინო წულაძემ.

ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ საკითხს პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოც არ გამოხმაურებია, ხოლო განცხადებები, რაც ნინო წილოსანმა გააკეთა მიმართულია მსხვერპლი ქალების დაკნინებისკენ, რასაც ემიჯნებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი