"როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა და დადებს დასკვნას, მაშინვე საქმე წავა სტრასბურგში" - გიული ალასანია 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია, რომელიც დღეს კლინიკა "ვივამედში" იმყოფებოდა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია პენიტენციური სამსახურის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომ მესამე პრეზიდენტი არ ჭამს, მაგრამ წონაში იმატებს. 

მესამე პრეზიდენტის დედამ პოლონელი ექიმების ვიზიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ექიმები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დიდი ხანია მზად არიან, მაგრამ სხვა დეტალები, რატომ არ უშვებენ მათ დაპატიმრებული პრეზიდენტის სანახავად, მისთვის უცნობია. 

"იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება?! მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობს, არანაირი ძალა აღარ აქვს საერთოდ. ყოველ წუთში შემოდის ექთანი, რაღაც ტაბლეტებს აძლევს და არასოდეს გამიგია, რომ რამეზე უარი ეთქვას. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. ვიცი, რომ ისინი მზად არიან, აქვთ გამზადებული სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით, რომ საჭირო ანალიზები ჩატარდეს.

როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა, ეს ადამიანები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან და კარგად იციან პაციენტის მდგომარეობა როგორც კი ესენი შემოვლენ და დადებენ თავიანთ დასკვნას, მაშინვე წავა სტრასბურგში",- ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ ამ კვირის ბოლოს, ან მაქსიმუმ შემდეგი კვირის დასაწყისში ომბუდსმენის კონსილიუმის 6-კაციანი ჯგუფი აპირებს, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას

პარალელურად, პენიტენციურ სამსახურში კვლავ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც ექიმების მითითებებს ემორჩილება და არც მედიკამენტებს იღებს. 

ავტორი: ნინო გიგაური 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი