საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

BBC-ის რუსული ბიუროს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი უფლებადამცველი, დარიანა გრიაზნოვა. ის საქართველოში 2021 წლის მაისიდან ცხოვრობდა. მედიის ცნობით, უფლებადამცველი სტამბოლიდან თბილისში ბრუნდებოდა. 

მისი პარტნიორი, ადვოკატი, უფლებადამცველი ევგენი სმირნოვი, რომელიც ასევე თბილისში ცხოვრობს მედიასთან ამბობს, რომ საზღვარზე გრიაზნოვამ სხვა საბუთებთან ერთად წარადგინა გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, მერი ლოულორის წერილიც, რომელიც სთხოვდა მთავრობას, იურისტი ქვეყანაში შეეშვათ.

BBC-ის ცნობით, წერილში ეწერა, რომ გრიაზნოვა აწარმოებდა სასამართლო საქმეებს, რომლებიც აქცენტს აკეთებდა ქალთა უფლებებსა და დისკრიმინაციის საკითხებზე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გრიაზნოვა ამჟამად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის იურიდიულ მრჩევლად და ევრაზიის იურიდიულ მრჩევლად Equality Now-ში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.

გრიაზნოვა თბილისიდან სტამბოლში დააბრუნეს.

მომხდარს გამოეხმაურა გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში და დაწერა, რომ სურს დოკუმენტების ხილვა, მიზეზებთან დაკავშირებით, რის გამოც უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი