"POSTV- გადავიდა მესამე ადგილზე" - კობახიძეს ჰგონია, რომ რამიშვილის ტელევიზია "მთავარ არხს" უსწრებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების"  თავმჯდომარე აცხადებს, რომ შალვა რამიშვილზე ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა მიმდინარეობს, რომელიც მისივე თქმით, დავით კეზერაშვილმა დაგეგმა. კობახიძესაც რამიშვილის მსგავსად ჰგონია, რომ POSTV-ის რეიტინგი იმდენად გაიზარდა, რომ ყველა ოპოზიციურ არხს გადაუსწრო:

"POSTV- გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო "მთავარ არხს", გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას და დაიგეგმა კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის პოსტივის სახე." ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა ამტკიცებს, რომ დეტალები არ იცის:

"კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს მიხედოს, თავის ტელევიზიას მიხედოს და თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო" აცხადებს კობახიძე.

იხილეთ რეალური რეიტინგები:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი