დასავლეთი "ოცნების" პრაგმატული კურსით უკმაყოფილოა და ცდილობს, ჩვენთან კავშირი გააწყვეტინოს - რუსეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება "სრულად აკმაყოფილებს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს" - ამის შესახებ RTVI-სთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ისაუბრა. 

"დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, ორი ქვეყნის, რომლებიც ერთი ისტორიით და კულტურით არიან გაერთიანებულები და მილიონობით ადამიანის ბედია გადაჯაჭვული, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს",- თქვა მან. 

ლავროვის მოადგილემ მარტის საპროტესტო აქციების კონტექსტში თქვა, რომ დასავლეთს სურს, "შეარყიოს ვითარება", დაარწმუნოს საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას და გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან.

"მარტის საპროტესტო აქციების უკან ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, შეარყიოს ვითარება რესპუბლიკაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან",- თქვა მან. 

მიხეილ გალუზინმა თქვა, რომ მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობა "ორ სახელმწიფოს შორის არსებული ერთადერთი ავტომაგისტრალის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად" არის "რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის" მაგალითი.

"ქართული მხრიდან მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა, ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ მოხდეს ამ სატრანსპორტო არტერიის სიმძლავრის შემცირება",- თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი