შიდა ქართლში დაკავებული ასაკოვანი კაცი, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. ის ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ამბავი შურისძიების მიზნით, ე.წ. ოქროს მოწმემ გამოიგონა. ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მძიმეა.
მოწმე ამტკიცებს, რომ მან ნახა, როგორ ეხვეოდა სახლთან ახლოს, ფარდულში, 63 წლის კაცი 15 წლის გოგოს. მან ინფორმაცია დაკავებულის ოჯახს მიაწოდა, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიციას შეატყობინა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის შოკირებული მომხდარით, იმ მოტივით, რის გამოც არის დაკავებული და იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბუნებრივია, ვერ აღიარებს იმ ქმედებას, რომელიც არასდროს ჩაუდენია. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს ამბავი, ეს ყველაფერი არის ე.წ. ოქროს მოწმის პირადი შურისძიება. არსებობდა მრავალწლიანი და არაერთი კონფლიქტი, რომელთან დაკავშირებითაც ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ოქროს მოწმის ინფორმაციას", - თქვა ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
დაკავებულს ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენია. სასამართლო მის აღკვეთ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.