"არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჟურნალისტიკასთან" - ზახაროვა WSJ-ს დაკავებულ კორესპონდენტზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას აზრით, Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტის,  ევან გერშკოვიჩის საქმიანობას რუსეთში "არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჟურნალისტიკასთან". 

მისი მტკიცებით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა "უცხოელი კორესპონდენტის" სტატუსს, ჟურნალისტურ ვიზასა და აკრედიტაციას უცხოელები იყენებენ იმისთვის, რომ გადაიფაროს საქმიანობა, რაც ჟურნალისტიკასთან კავშირში არაა.

Wall Street Journal-მა კატეგორიულად უარყო ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ მისი რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) დააკავა. მედია ითხოვს მათი რეპორტიორი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების სამსახურის მტკიცებით,  ჟურნალისტი ხუთშაბათს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს, როდესაც ის, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ გერშკოვიჩი "აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი