ხელისუფლების წევრებმა თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან. მის კომენტარს ამ საკითხზე "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

იოსელიანი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი არ იხილავს ბრალეულობის საკითხს, არამედ იკვლევს შესაძლო შევიწროების საქმეებს.

"რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით რა გამოიკვეთება, რად დადგინდება, რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა ინფორმაციაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში იყო შემოსული, მიმდინარეობს მოკვლევა და მოგაწვდით ინფორმაციას", - თქვა იოსელიანმა. 

კითხვაზე, ხედავს თუ არა POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის ბრალეულობას და რა იქნება მისი კომენტარი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ქალების მოსყიდულებად მოხსენიებაზე, იოსელიანმა თქვა: 

"ბრალეულობის საკითხს ჩვენ არ ვიხილავთ, ჩვენ ვიკვლევთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდოდ მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას. მათი ჩვენებები და განცხადებები იწვევს რაღაც ტიპის უნდობლობას, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან".

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი