"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სექსუალურ შევიწროებაში არაერთი ქალის მხრიდან მხილებულ POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს ისევ არაპირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს. მისი მტკიცებით, "უსიამოვნო მოსასმენი იყო" ის ჩანაწერები, რაც ქალებმა რამიშვილის წინააღმდეგ გაავრცელეს, თუმცა ამბობს, რომ უსამართლომ უნდა გადაწყვიტოს ამ საქმეების კვალიფიკაცია. 

მდინარაძის განცხადებით, მხარს უჭერს "რეალურ მსხვერპლებს".

"მე ყველა ქალს ვუჭერ მხარს, რომელიც არის რეალური მსხვერპლი, რომელიც განიცდის დევნას, შევიწროებას, ძალადობას და არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც სხვანაირად აზროვნებს, ეს არის პრიორიტეტული თემა. რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ადამიანების გასამართლების თქვენისეულ მცდელობას, მე ამას უბრალოდ არ ვეთანხმები და ამაზრზენია. სასამართლო, გუშინ გაირკვა, რომ წაგებული აქვს არახელსაყრელი პირობების შექმნისათვის, სამოქალაქო სასამართლო და არა სისხლის სამართლის წესით და დაკისრებული აქვს 2 000 ლარის გადახდა, რომელიც მას ჰქონია გადახდილი, სიმართლე გითხრათ გუშინდელ დღემდე მეც მეგონა, რომ სისხლის სამართლის წესით იყო დამნაშავედ ცნობილი, თურმე სამოქალაქო წესით. სამოქალაქო წესით განსჯილი საქმე დანაშაული არ არის. მართლაც ძალიან უსიამოვნო მოსასმენი იყო რაც ჩანაწერებში ვნახეთ, გიდასტურებთ მთელი პასუხისმგებლობით, მაგრამ შესაბამის კვალიფიკაციაზე, სამოქალაქოა, ადმინისტრაციულია, დანაშაულია ანუ სისხლია თუ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და არა მე და თქვენ. ამაზრზენია, როდესაც ამ ყველაფერს ის ადამიანები აპროტესტებენ და იმ ადამიანებს აჟრიალებთ ვითომ ამ ყველაფერზე, რომლებიც ქმნიდნენ სისტემას, რომლებმაც თავის მხრივ სკამებზე და მაგიდებზე გადასკოჩილი ადამიანები გააუპატიურეს", - თქვა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, მაშინ როცა ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, მდინარაძე პირველი იყო "ოცნების" მხრიდან, რომელმაც მას არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა:

რა ხდება:

ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. "ფორმულამ" გაავრცელა ანანია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, რომელმაც რამიშვილის წინააღმდეგ პოლიციასაც მიმართა. ამ ისტორიების გასაჯაროების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძეზე. 

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი