აშშ WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას გმობს და საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან ჰერშკოვიცის დაკავება და განაცხადა, რომ იგი ცდილობს მასთან საკონსულო წვდომის მოპოვებას. 

"რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დევნა მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ევან გერშკოვიჩის დაკავებას", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

გარდა ამისა, აშშ  თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.   

"მსურს მტკიცედ გავიმეორო, რომ ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება, არ გამგზავრება რუსეთში. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა", - თქვა მან.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი