ზახაროვას თქმით, მიუღებელია დასავლეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, "აბსოლუტურად მიუღებელია" დასავლეთის მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევისა და შიდა სიტუაციის ცვლილების მცდელობები.

ზახაროვა ამტკიცებს, რომ დასავლეთი ამ ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადო მოღვაწეების დახმარებით აკეთებს.

"აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი უხეში მცდელობები არა თუ საქმეებში ჩარევის, არამედ შიგნიდან სიტუაციის ცვლილების, შესაბამისი ინსტიტუტების მეშვეობით - ყველა კარგად იცნობს მათ - ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული საზოგადო მოღვაწეები, მრავალი თვალსაზრისით, ეს ყველაფერი პირდაპირ გარედან არის მიმართული", - თქვა ზახაროვამ.

რუსი პროპაგანდისტის შეფასებით, ეს არის "ბანალური, პრიმიტიული" გზები სიტუაციაზე გარედან ზემოქმედებისთვის. მისივე თქმით, "ამ მცდელობებს" შეუძლიათ გავლენა იქონიონ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

"ცხადია ეს რეგიონი ისტორიულად არის ის ადგილი, რომელზეც რატომღაც დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ეს მათი ექსკლუზიური ინტერესის ზონაა და მათ მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ აბსოლუტურად უგულებელყონ ის ფაქტი, რომ ეს არ ეხება მათ ტერიტორიებს. რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მათ ტერიტორიებზე, არა მათ, როგორც მათ ეჩვენებათ, კოლონიებზე, პროტექტორატულ ზონებზე, არამედ ამ ეტაპზე თანამედროვე, ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოზე", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისივე განმარტებით, "რუსეთს ესმის" რომ, საქართველოს შემთხვევაში საუბარია ისეთ ქვეყანაზე, რომელიც სახელმწიფოს ახლა აშენებს, ახალ ისტორიულ რეალობაზე დაყრდნობით. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი