
დღეს დაიწყება და 10 აგვისტომდე გაგრძელდება თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები. გუშინ ნახიჩევანის რეგიონში სამხედრო ვერტმფრენები თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ჩაიტანა.
ოფიციალური ერევანი ამ წვრთნების ჩატარებას პროვოკაციას უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის გეგმური სასწავლო წვრთნები თავად სომხეთშიც ჩატარდა.