
საჰაერო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება - ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში საუბრობენ. ამ პროგნოზის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და განვითარებად ეკონომიკებში ვირუსის შეკავების ნელი ტემპებია.
ასოციაცია მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ ზომები საჰაერო მოგზაურობისადმი ნდობის გასაზრდელად. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ივნისში საერთაშორისო ტრეფიკი 96,8%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ სამ მიმართულებას - პარიზი, მიუნხენი და რიგა.
საქართველოს საავიაციო საააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყველა სხვა მიმართულებაზე გახანგრძლივდება 21.07.20-დან და 31.08.20-ის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.