"ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მიისწრაფვის" | ჟოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკის თქმით, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისკენ მიისწრაფვის. 

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიურო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი უახლოეს თვეებში არ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს. 

გარდა ამისა, ისინი ვარაუდობენ იმასაც, რომ ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ რეგულარული მოხსენებების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკომისია მისცემს რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროინტეგრაციის პროცესში კი თბილისი ისევ ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს.

როგორც ჟოზვიაკი ამბობს, გასათვალისწინებელია 2 მნიშვნელოვანი საკითხია. საკმაოდ დიდი დრო რჩება ოქტომბერში მოხსენებების გამოქვეყნებამდე და თუ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ასოციაციის 27 წევრ ქვეყანაზე იქნება, რაც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში მოხდება. 

გარდა ამისა, ჟოზვიკის თქმით, ბრიუსელი ჩქარობს და იმითაც იმითაც არის განპირობებული, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წელს გაიმართება.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით ოქტომბერში გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და უკვე მაისში ბრიუსელი თბილისს შუალედურ შეფასებას წარუდგენს, მაგრამ ეს მოხდება ზეპირად და დახურულ ფორმატში.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი