"საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ!" | ლომჯარია "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ!", - ასე მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ქართულ ოცნებას" და ლაზარე გრიგორიადისისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯას ეხმაურება.

მშვიდობიანი აქციები დაარბიეს, ხალხს გასაქცევი გზა მხუთავი გაზით ამოუქოლეს, საქართველოს და ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს სიცივეში წყლის ჭავლი მიუშვირეს, კაცს თვალი დათხარეს, ხმა რუსულ კანონს მისცეს, რომ საკუთარი პროდასავლური მოქალაქეების რეპრესიები და დევნა დაკანონებულიყო, ევროკავშირთან მისასვლი გზა საკუთარი ხელებით ჩახერგეს (სანამ მოქალაქეების თავგანწირვამ უკან არ დაახევინათ) და დამნაშავეებს სხვაგან ეძებენ. საკუთარ რიგებში ეძებეთ, საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ!, - წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი