ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში ჩამოვიდა. მან ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ესწრებოდა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმ 12 რეკომენდაციაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.