
სასამართლო სხდომა კიევ-პეჩორის ლავრის (კიევის გამოქვაბულების მონასტრის) წინამძღვრის, მიტროპოლიტ პავლე ლებიდის მონაწილეობით, ორშაბათისთვის გადაიდო.სასამართლო სხდომა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 9:00 საათაზე ჩაინიშნა.
სასამართლო სხდომა მის სახლში ჩხრეკის შემდეგ გაიმართა. უკრაინული მედიის ცნობით, კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტმა თქვა, რომ "სისხლში შაქრის დონის გამო" თავს კარგად არ გრძნობდა.
როგორც ცნობილია, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი პავლე ლებედი დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. დღესვე მის აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა ემსჯელათ.
სასულიერო პირს ედავებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის (მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასობრივი, ეროვნული, რეგიონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის მიხედვით) და 436-2 მუხლის (გამართლება, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის უარყოფა, მისი მონაწილეების განდიდება) დარღევას.
ამავე თემაზე: