"თუ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით" - აზარაშვილი რესპუბლიკურის მედპერსონალზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს დასაქმებულებზე.

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში აზარაშვილმა თქვა, რომ თუ მედპერსონალს სხვა კლინიკებში ვერ დაასაქმებენ, მათ ხელფასს მაინც გადაუხდიან.

"ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ამ პერიოდის განმავლობაში მათ დასაქმებაზე და იმ ღირსეული და მინიმუმ დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ამ თანამშრომლის დასაქმება ვერ მოხერხდება, გავაგრძელებთ ამ ანაზღაურების მათთვის გადახდას"- თქვა აზარაშვილმა.

აზარაშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ზაზა ავალიანის გათავისუფლება და მენეჯმენტის ცვილილება არ იგეგმება.  

"ამ ადამიანს, ეს არის ჩვენი ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი, ვთხოვე რამდენიმე თვის წინ შეეთავსებინა და მივლინებული გვყავს დროებით მოვალეობის შემსრულებლად. არც დანიშნული მყავს და რანაირად შეიძლება გავათავისუფლო, როცა დანიშნულიც არ გვყავს",- თქვა მან. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას დასკვნის საფუძველზე მიიღებენ და მას სამინისტრო მომავალ კვირაში წარადგენს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი